დღე პირველი: გავეცანი "პროექტებით სწავლის" შესახებ ამ პროგრამას, ელექტრონულ სახელმძღვანელოს და მისი გამოყენების წესებს. შევქმენი ახალი პორტფოლიო, გავიხსენე "დრაივში" მუშაობის წესები. დღე ნაყოფიერი იყო.
დღე მეორე: მეცადინეობა დავიწყეთ მეორე მოდულით - "სასწავლო პროექტის დაგეგმვა", განვიხილეთ შემდეგი აქტივობები- სტანდარტის გათვალისწინება. ამის შემდეგ დავიწყე მუშაობა სასწავლო გეგმმის შაბლონზე, ავირჩიე თემა და დავიწყე ცხრილის შევსება. ვისწავლე გუგლში ფაილის გაზიარება. განვიხილეთ დრაივში მუშაობის წესები, გუგლ-ვორდი, გუგლის-სალიადები და ცხრილები.
დღე მესამე: დღევანდელი დღე ძალიან მომეწონა. ვისწავლე როგორ უნდა გავაკეთო კითხვარი, რაც დამეხამრება ინერაქტივის გაკეთებაში, შევაწმო მოსწავლეებისთვის რამდენად იყო გასაგები აღნიშნული საკითხის შესახებ ჩატარებული კვლევა.
დღე მეოთხე: დღეს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ეს დამეხმარება სასწავლო პროექტის დაგეგმის დროს მოსწავლეებისთვის საკვანძო კითხვების მომზადებაში და ასევე მოსწავლეებმა რამდენად გაიაზრეს ახალი ახსნილი საკითხი.
დღე მეხუთე: დღეს ვისწავლე როგორ უნდა შევქნა კოლექტიური ფოსტა, რაც დამეხმარება მოსწავლეებს დავალება გადავუგზავნო ელექტრო ფოსტით ჯგუფურად და არა ინდივიდუალურად. ასევე როგორ უნდა მოამზადონ მოსწავლეებმა ბროშურის მაკეტი, ეს თემის დასრულების შემდეგ იქნება ძალიან ეფექტური და მაგალითი იმისა, თუ რა შედეეგი ექნება მასწავლებელს.
დღე მეექვსე: დღეს გავრჩიეთ ის საიტები როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლებს ინფორმაციის სწორად მოძიება. როგორ უნდა გავარკვიოთ ვის ეკუთნის საიტის შესახებ ინფორმაცია, როგორ უნდა ვიპოვოთ ვებ მისამართის ისტორია. განვიხილეთ ინდიკატორები რაც დაგვეხმარება ინფორმაციის სანდოობაში.
დღე მეშვიდე: დღეს ვიმუშავეთ ბროშურების და პრეზენტაციების შექმნასა და მომზადებაზე
კარგია, მომაბვალში ყურადღება გაამახვილე იმაზე, თუ რითი იყო ეს დღე მნიშვნელოვანი? დააზუსტე რითი იყო ნაყოფიერი?
ReplyDeleteისევე, როგორც მსმენელთა უმრავლესობას, გირჩევ განვლილი სესია განიხილო პრაქტიკული კუთხით: "როგორ გამოვიყენებ მე ამას პრაქტიკულ საქმიანობაში?"
ReplyDeleteკომენტარი არ მაქვს :)
ReplyDelete